11 | 12 | 2018

ბავშვთა რესპუბლიკური საჭადრაკო ფესტივალი "ტყიბული-2016"

22-27 აგვისტოს ტყიბულში ჩატარდა ბავშვთა რესპუბლიკური საჭადრაკო ფესტივალი "ტყიბული-2016". ფესტივალი უკვე მერვედ ჩატარდა და მასში საქართველოს უძლიერესი 120 8, 10, 12 და 16 წლის მოჭადრაკე მონაწილეობდა.
ლანჩხუთის სპორტული ცენტრიდან ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ოთხმა აღსაზრდელმა: 16 წლიანთა შორის ლიკა იმნაძემ, ხოლო 10 წლიანთა შორის: მარიამ და ლუკა ჩხაიძეებმა და გივი ზოიძემ (მწვრთნელი ადამ ხუხუნაიშვილი).
გოგონებმა ფესტივალში შესანიშნავად იასპარეზეს. ლიკა იმნაძემ პირველი ადგილი დაიკავა და შანსი არ დაუტოვა მეტოქეებს, ხოლო 9 წლის მარიამ ჩხაიძემ მეორე ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა ასაკით მასზე უფროსი მონაწილე ყველა ვაჟი.
ფესტივალის მონაწილეებმა სამსახსოვრო საჩუქრებთან ერთად ფულადი პრიზებიც მიიღეს.
ჩვენებურებმა მწვრთნელთა კონკურსშიც გამოიჩინეს თავი და აქ გამარჯვება წილად ადამ ხუხუნაიშვილს ხვდა, რომელსაც ასევე გადაეცა ფულადი პრიზი.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია