21 | 11 | 2017

ნიგოითში ბუნებრივი აირის საპროექტო სამუშაოებზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა

ნიგოითში ბუნებრივი აირის საპროექტო სამუშაოებზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ამის თაობაზე ჩვენ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მთავარმა ინჟინერმა, გიგლა თამაზაშვილმა განგვიცხადა.
მისი თქმით, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს ტენდერის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებ.გვერდზე.
"ტენდერი საპროექტო სამუშაოებზე უკვე გამოცხადებულია. სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის გამოვლინდება გამარჯვებული, რის შემდეგაც დაიწყება პროექტირება.ასე რომ, ნიგოითის ბუნებრივი აირით მომარაგება არც მონაჭორია და არც ტყუილი. ყველა დაინახავს, რომ საპროექტო სამუშაოები ძალიან მალე, დაახლოებით ორ თვეში დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ გამოცხადება კიდეც ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო ტენდერი," - განაცხადა ბატონმა გიგლამ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა