24 | 08 | 2017

სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

2 სექტემბერსს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განთლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ ამავე კომისიის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს მონიტორინგის შედეგები გააცნო, რომელიც კომისიამ ლაშისღელის, შუხუთის, ჭყონაგორას და ქალაქის საბავშვო ბაღებში განახორციელა.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, მონიტორინგის მიზანი, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წლის მზადებასთან დაკავშირებით არსებული ვითარების გაცნობა გახლდათ. მისი თქმით, ბაღებში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა და აქტიურ ფაზაშია მზადების პროცესი. 
ა(ა)იპ ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანთლებლო-სააღმზრდელო ცენტრში“ ახალი სასწავლო წლის მზადებასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ვრცლად კომისიას ცენტრის დირექტორმა დავით წულაძემ მიაწოდა. 
დავით წულაძის განცხადებით, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრმა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ორი ახლადაშენებული საბავშვო ბაღისთვის შეიძინა ახალი ავეჯი საძინებლისთვის, სამზარეულოსა და საკუჭნაოსთვის, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია სურსათის უვნებლობის სამსახურის მოთხოვნებთან. აღნიშნულ ბაღებს აქვს დარბაზები, რომლისთვისაც შეძენილ იქნა შესაბამისი ინვენტარი. ასევე შეიძინეს მეთოდური სამუშაო მასალები (ფერადი ფანქრები და ფურცლები, წებო, პლასტელინი, თვალსჩინოევბები, საბავშვო წიგნები, სათამაშოები, ასევე ეზოსთვისაც. ) ოცდაერთივე ბაღში მოთხოვნის შესაბამისად შედის ახალი ხორცსაკეპი მანქანა, წყლის გამაცხელებელი, გამწოვი, გაზი, ორკამერიანი მაცივარი. პირველადი დახმარების სამედიცინო პრეპარატები. ბაღს ახალი სასწავლო წლისათვის ექნება ახალი ჭურჭელი. 
,,ტენდერია გამოცხადებული ავეჯზე, რომელიც ითვალისწინებს ოცდაერთივე საბავშვო ბაღებისთვის ტანსაცმლის კარადებისა და დამატებით საბავშვო სკამების შეძენას. ასევე ტენდერი გამოვაცხადეთ წყალწმინდისა და ჯურუყვეთის საბავშვო ბაღების ღობის შემოვლებასა და სათამაშო მოედნის მოწყობაზე“, აღნიშნა დავით წულაძემ.

საჯარო ინფორმაცია