24 | 06 | 2017

საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები სხდომის თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ გააცნო ბიუროს წევრებს და მოწვეულ სტუმრებს.
ინფორმაცია ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო - სააღმზრდელო ცენტრში“ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ბიუროს ამავე ა(ა)იპ-ის დირექტორმა, დავით წულაძემ გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა იმ სამუშაოებისა და ღონისძიებების შესახებ, რაც ცენტრმა ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით განახორციელა.
საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“, გადაეგზავნა საკრებულოს ფრაქციებსა და კომისიებს განსახილველად. 
საკითხი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და გეგმაში ცვლილებების შესახებ, გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ფაცურიამ წარმოადგინა. 
მისი განმარტებით, საპრივატიზაციო გეგმასა და ნუსხაში ცვლილება განპირობებულია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ელექტრონული აუქციონის გზთ პრივატიზებული ობიექტების ამოღებით საპრივატიზაციო ნუსხდიან და გეგმიდან (მაჩხვარეთში ყოფილი წყალსადენის შენობა-ნაგებობა, გვიმბალაურში ყოფილი ტექნიკუმის ტერიტორიაზე #4 შენობა-ნაგებობა) და ერთი ობიექტის დამატებით. (შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ყოფილი კულტურის სახლი). 
დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განსახილველად გადაეგზავნა საკრებულოს ფრაქციებსა და კომისიებს. 
ბიუროს გადაწყვეტილებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 2016 წლის 16 სექტემბერს, 10.00 საათზე გაიმართება.

საჯარო ინფორმაცია