21 | 08 | 2017

პირველი საჯარო სკოლის წინ მოაჯირის მონტაჟი მიმდინარეობს

ქალაქ ლანჩხუთის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს მოაჯირის მოწყობა პირველი საჯარო სკოლის წინ, რომელიც სწავლის დაწყებისთვის, ანუ 15 სექტემბერს დასრულებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოყოფილია 708 888 ლარი. ქალაქში უკვე დაგებულია ფილაქნები, დამონტაჟებულია ახალი შადრევანი, გაკეთებულია პანდუსები. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები კვლავ გრძელდება.

საჯარო ინფორმაცია