22 | 10 | 2017

ლესაში სამანქანო ხიდი კეთდება

ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში, მ. გოგიჩაიშვილის ეზოსთან გათვალისწინებულია სამანქანო ხიდის გაკეთება. ტენდერი დაპროექტების თაობაზე უკვე მოგებული აქვს შპს "ჰიდროგეოდეზიურ ცენტრს". სამუშაოს დაპროექტება 2-3 დღეში უნდა დასრულდეს კიდეც, რის შემდეგაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა გამოაცხადებს ელექტრონულ ტენდერს უკვე სამუშაოს შესრულებაზე.
სწორედ აღნიშნულის შესახებ აცნობა დღეს ინფრასტრუქტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების უფროსმა, ნუგზარ ბოლქვაძემ სოფელ ლესის მოსახლეობას, რომელთა საცხოვრებელი სახლების წინ კეთდება კიდეც ზემონახსენები ხიდი.
შეგახსენებთ, რომ ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდებისა და მილხიდების აღდგენითი სამუშაოებისათვის გამოყოფილია 35 650 ლარი.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა