18 | 12 | 2017

სკრინინგის პროგრამის წარმომადგენლების შეხვედრა ზუგდიდში

9 სექტემბერს ზუგდიდის მერიის შენობაში გაიმართა კონფერენცია, ,,კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის ღონისძიებების გაძლიერება საქართველოში“ , სადაც ისაუბრეს კიბოს პრევენციის სახელმწიფო პროგრამების, რეგიონებში სკრინინგის პროგრამების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაკთა როლზე კიბოს პრევენციისას, ადრეული გამოვლენისა და პალიატიური მზრუნველობი შესახებ.
კონფერენციაზე სპეციალური მიმართვა გააკეთა ,,ლანჩხუთის რეგიონულ გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელმა მზია კვირკველიამ, რომელიც თავად გახლდათ ონკო- პაციენტი. მან ვრცლად ისაუბრა ,,ლანჩხუთის გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ დაარსების შესახებ, (რომელიც პირველი გახლდათ რეგიონში არსებულ კლუბებ შორის), საკუთარ გამოცდილებებზე და კლუბში გატარებულ ღონისძიებების შესახებ. ,,სამწუხარო ფაქტია, რომ ძუძუს კიბოს დიაგნოზით გამოვლენილ ნაოპერაციევ ქალთა რიცხვი იზრდება, რაც თავისთავად ახალი სარეაბილიტაციო და სოციალური ღონისძიებების ჩატარებას მოითხოვს, ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო და საგანმანათებლო ღონისძიებები და ,გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრების ჩართვა ამ ღონისძიებებში. მათი სოციალიზაციის ფაქტი წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას, რომ საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმა ძუძუს კიბოს შესახებ მცადრია. ამ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა, დროული და სწორად შერჩეული სხივური თერაპია ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტიაა“, აღნიშნა მზია კვირკველიამ. მან ასევე აღნიშნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის დიდი მხარდაჭერა კლუბის დაარსების დღიდან. 
კონფერენციაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სახელით საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ სკრინინგცენტრს ლანჩხუთში განხორციელებული პროგრამების მხარდაჭერისათვის. 
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინათინ ბერუჩაშვილი , რომელმაც განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აღნიშნული პროგრამის განხორციელების საქმეში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების მუშაობას და მადლობა გადაუხადა მათ განსაკუთრებული ზრუნვისთვის. 
როგორც შეხვედრაზე დაანონსდა, უახლოეს მომავალში ზუგდიდში სკრინინგცენტრის გახსნაა დაგეგმილი. 
აღნიშნულ კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, ეროვნულ სკრინინგ ცენტირს დირექტორი რემა ღვამიჩავა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის რეგიონული მენეჯერი ეჟენ გივიში, ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი, ჩეხი ექსპერტები, ლუბომირ სკოპალი და მარია სკოპალოვა, ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორი იოსებ აბესაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პირველი პირები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განთლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა