28 | 06 | 2017

მიღების დღე

დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძესთან მოქალაქეთა ტრადიციული მიღების დღე გაიმართა.
მიღებაზე მისულ ადამიანებს ძირითადად სოციალური პრობლემები აწუხებდათ. მათი განცხადებები დახმარების მიღების თაობაზე გამგეობის მოქალაქეთა მიღების განყოფილებაში დაიტოვეს და საკითხის განხილვა შესაბამისი კომისიის სხდომისთვის გადაწყვიტეს.
ბატონმა ნუგზარმა გულდასმით მოისმინა თითოეული მათგანის გასაჭირი და შესაძლებლობიდა გამომდინარე, მათ თანადგომას დაპირდა.

საჯარო ინფორმაცია