21 | 08 | 2017

საკრებულოს თავმჯდომარე ქალაქის პირველ საბავშვო ბაღს ესტუმრა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე, სოციალური სამსახურის უფროსთან თამარ ფირცხალაიშვილთან ერთად ქალაქის პირველ საბავშვო ბაღს ესტუმრა და ბავშებსა და აღმზრდელ-პედაგოგებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა.
"თქვენ ხართ ჩვენი მომავალი თაობა და თქვენზე დამოკიდებული როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენ კარგი ცოდნა და განათლება მიიღოთ და საბავშვო ბაღებში მაქსიმალურად კარგი გარემო გქონდეთ" - აღნიშნა ბატონმა გოგიმ.

საჯარო ინფორმაცია