სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას საჭირო სამშენებლო მასალა (თუნუქის სახურავი) გადაეცათ

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 19 სექტემბერი 2016 14:20

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 16 ადმინისტრაციულ ერთეულში, დიდთოვლობის გამო სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სახლის სახურავების შეკეთების მიზნით საჭიროსამშენებლო მასალა (თუნუქის სახურავი) გადაეცათ. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „ოთო 555“ ასრულებს. სტიქიის შედეგად დაზარალებულ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ხე-ტყის მასალაც გადაეცემა.

საქართველოს მთავრობის #1340 განკარგულების თანხამად, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესასრულებლად 68 988 ლარი გამოიყო.