19 | 12 | 2017

ევროპული კაფეების ტური ლანჩხუთში

22 სექტემბერს, ევროპული კაფეების ტურის ფარგლებში სლოვაკი და ქართველი ექსპერტები ლანჩხუთს ეწვივნენ. პროექტი ექსპერტებს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ წარმომადგენლებსა და რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შორის -საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გარშემო დიალოგის დაწყებას გულისხმობდა. მნიშვნელოვანია, რომ დამსწრე აუდიტორიამ ინფორმაცია სლოვაკეთისა და სხვა ცენტრალური ევროპის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ მიიღო.
ევროპული კაფეების ტურის პირველი ეტაპი აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი რუსთავში, მარნეულში, თელავში, ახალაქალაქში, თიანეთში, მცხეთაში და გორში განხორციელდა. „ევროპული კაფეების ტური“ პროექტის „საქართველო ევროპულ გზაზე“ ფარგლებში დასავლეთ საქართველოში იმართება. მას გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი GLOBSEC (ყოფილი სლოვაკეთის ატლანტიკურიკური კომისია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სლოვაკეიდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს ეგიდით ხორციელდება, რომლის მთავარ მიზანსაც სლოვაკეთის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარებას წარმოადგენს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა