- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016 13:45
სოხუმის დაცემის დღიდან 23 წელი გავიდა. ლანჩხუთმა ამ ომში 27 ახალგაზრდა დაკარგა, 27 გულანთებული მამულიშვილი.
დღეს ჯვართამაღლებაცაა.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მოძღვარმა გიორგიმ (ცქიტიშვილი) დღევანდელი დღისადმი მიძღვნილ წირვასთან ერთად გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდიც გადაიხადა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს მეომრების საფლავები.
ამის შემდეგ კი მესამე საჯარო სკოლაში, სადაც გმირთა მემორიალია, ლიტერატურული კომპოზიცია გაიმართა, რომელსაც ვაჟა თოდუას და გოჩა კვირკველიას დედებიც დაესწრნენ.
მესამე საჯარო სკოლიდან იყვნენ: ვაჟა თოდუა, გოჩა კვირკველია და მერაბ კუპრეიშვილი.
