28 | 06 | 2017

სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა

27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. 23 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო და 13 თვეს გასტანა, ბრძოლა სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთის საომარი მოქმედებების დროს 15 ლანჩხუთელი მეომარი დაიღუპა.
საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების სულის მოსახენებელი პარაკლისი აღევლინა აგარაკის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, რომელსაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თავჯდომარე გიორგი ხელაძე,გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ცინცაძე, ვეტერათა სამსახურის წარმომადგენელი შოთა ფირცხალაიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. 
ადგილობრივმა ხელისუფებამ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო, მათი საფლავები და ლანჩხუთის №3 საჯარო სკოლაში გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო. 
მესამე სკოლის ეზოში ღონისძიება გაიმართა, პატარებმა მასწავლებლებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები, რომლებმაც სამშობლოს გმირულად შესწირეს სიცოცხლე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ომში დაღუპულთა ოჯახებს სიმბოლური თანხაც გადასცა.

საჯარო ინფორმაცია