24 | 06 | 2017

მოსახლეობის საყურადღებოდ

ამ დღეებში რაიონის ტერიტორიაზე გავრცელდა მავნებელი სუნიანი ცილაჭამია. ხშირ შემთხვევაში იგი გამოსაზამთრებლად შედის სახლებში. არ აზიანებს მცენარეს, ეტანება ტკბილ ნაყოფს (ყურძენს, კარალიოკს და ა.შ.) თუ მავნებელი ოთახში არაა შესული შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა სახის ინსექტიციდები, რომლის შეძენა შეიძლება შხამქიმიკატების მაღაზიაში. მავნებლის მოქმედების ვადა დიდხანს არ გაგრძელდება. როგორც კი ტემპერატურა დაიწევს, მავნებლის აქტივობა საგრძნობლად შემცირდება. მანამდე კი მოვერიდოთ ფანჯრებისა და კარების გაღებას შუადღის საათებში. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ოლივერ გოგუაძე აცხადებს, ოთახში შხამქიმიკატების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, მავნებლის საწინააღმდეგოდ სასურველია მექანიკური ზემოქმედების გამოყენება (ჩამოხვეტა და შეგროვება მტვერსასრუტის ან ცოცხის მეშვეობით).

საჯარო ინფორმაცია