26 | 06 | 2017

როინ დობორჯგინიძის სახელობის ღია რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა

14-16 ოქტომბერს ლანჩხუთში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ევროპის პრიზიორის და მსოფლიო თასის მფლობელის როინ დობორჯგინიძის სახელობის ღია რესპუბლიკური ტურნირი (2000 -2002წწ, 2003-2004წწ, 2005-2007წწ დაბადებულ სპორტსმენთან შორის) თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (იმერეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო, სულ 16 მუნიციპალიტეტი) ჩამოსულმა სპორტსმენებმა მიიღეს. ტურნირი ჩატარდა 22 წონით კატეგორიაში, 3 ასაკობრივ ჯგუფში.
შეჯიბრში გუნდური პირველი ადგილი ლანჩხუთელებმა მოიპოვეს და ჩემპიონები გახდნენ: გიორგი იაშვილი (23 კგ), თამაზ ღლონტი (29 კგ), ლუკა შარაბიძე (42 კგ), გიორგი ჩხარტიშვილი (46 კგ), გიორგი ლურსმანაძე (53 კგ), ლუკა ჭყონია (53 კგ), ბექა ართილაყვა (58 კგ), ნუკრი წილოსანი (100 კგ). გუნდური პირველობისთვის პრიზი მათ გამგეობის სოციალურ საკითხთა, სპორტის, განათლების, კულტურის და ახლაგაზრდულ საქმეთა სამსახურმა გადასცა.
ვერცხლის მედლები კი ზაზა თევზაძეს (23 კგ), ლუკა ლომაძეს (32 კგ), დემეტრე მახარაძე (46 კგ), ლერი ქამაშიძე (53 კგ) გადაეცა.
ბრინჯაოს გიორგი კვირკველია (54 კგ) დასჯერდა. 
ტექნიკურ მოჭიდავეს ლუკა შარაბიძეს პრიზი როინ დობორჯგინიძემ თავად გადასცა.
„-ტურნირი წელს მეოთხედ ტარდება. შეჯიბრის მიზანია პერსპექტიული და ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა, თავისუფალი სტილით ჭიდაობის პოპულარიზაცია“ _განაცხადა სპორტული ცენტრის ხელმძღვანელმა გაგა იმნაიშვილი.

საჯარო ინფორმაცია