24 | 06 | 2017

საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა

19 ოქტომბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები სხდომის თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ გააცნო ბიუროს წევრებს და მოწვეულ სტუმრებს.
საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განმეორებითი ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ბიჯის სიდიდის განსაზღვრის შესახებ“, გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი ფაცურია წარმოადგინა.
მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვისათვის უნდა გამოცხადდეს განმეორებითი ელექტრონული აუქციონი, ასეთ შემთხვევაში კი საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს, რომლის ოდენობას, სხვა პირობებთან ერთად განსაზღვრავს საკრებულო. 
მანვე წარმოადგინა საკითხი, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და გეგმაში განხორციელებულ ცვლილებას შეეხება. 
ბიურომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში მოისმინა. საკითხი გაგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძემ წარმოადგინა. 
საკითხის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №23 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ბიუროს სხდომას საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძემ გააცნო. როგორც განმარტა, საჯარო რეესტრის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ობიექტისთვის ნუმერაციის მინიჭებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნაცვლად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები შემდგომი განხილვისათვის გადაეგზავნა შესაბამის კომისიებსა და ფრაქციებს. 
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 28 ოქტომბერს, 10 საათზე.

საჯარო ინფორმაცია