23 | 10 | 2017

დარეჯან ბურჭულაძე მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 88-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესახებ“ 2014 წლის 24 ივლისის №13 დადგენილების 131-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები წელიწადში ერთხელ მაინც მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებს წარუდგენენ ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დაეჯან ბურჭულაძე ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდა და მის მიერ გაწეული მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა, კომისიებისა და საკრებულოს სხდომებზე მის მიერ დაყენებული პრობლემური საკითხები და ინიციატივები გააცნო.
,,გახლავართ ინფრასტრუქტურის კომისიისა და ფრაქცია ,,მეტი ქალი პოლიტიკაში“ წევრი. არაერთი პრობლემური საკითხი დავაყენე საკრებულოს სხდომაზე. ჩემი მიზანიც ის არის, რომ თქვენი პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებამდე მივიტანო. მინდა გითხრათ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, თუმცა ხარვეზებიც არსებობს“, აღნიშნა დეპუტატმა.
იგი ნათლისმცემლის, დუმბაძის, მუსხელიშვილის ქუჩებზე არსებულ და კუპრეიშვილის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს შეეხო. 
დეპუტატმა შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც პროდუქტს ქმნიან თავისი შრომის შედეგს დებს, ჩვენი სახელი არამხოლოდ რაიონის, ქვეყნის გარეთ გააქვს, დაფასებულნი უნდა იყვნენ და შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. იქვე აღნიშნა, რომ ფრაქციამ ,,მეტი ქალი პოლიტიკაში“ მუნიციპალიტეტში არსებული ყველა ბიბლიოთეკის მდგომარეობა შეისწავლა. როგორც აღნიშნა ინტერნეტიზაციამ ბიბლიოთეკებს საინფორმაციო ცენრტრის დანიშნულება შესძინა და ის ხარვეზები, რაც ამ სფეროშია, დროულად მოსაგვარებელია. 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ძირითადი კითხვები მოსახლეობის მხრიდან სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სამასალე ხე-ტყის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა. 
,,მეტად უნდა ვიაქტიუროთ, რაციონალურად გამოვიყენოთ ჩვენი დეპუტატობის პერიოდი, სწორად დავგეგმოთ მუნციალიტეტის ბიუჯეტი და განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები“, განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა დარეჯან ბურჭულაძემ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა