17 | 12 | 2017

ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩახვაძემ კომისიის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა.
საკითხის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განმეორებითი ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ბიჯის სიდიდის განსაზღვრის შესახებ“ , გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ფაცურიამ ისაუბრა. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვისათვის უნდა გამოცხადდეს განმეორებითი ელექტრონული აუქციონი, რის შედეგად საწყისი საპრივატიზებო საფასური უნდა შემცირდეს.
მანვე ისაუბრა საკითხის შესახებ, რომელიც მუნიციპალიტის ქონების საპრივატიზაციო ნუსხასა და გეგმაში განხორციელებულ ცვლილებას შეეხებოდა. რაც განპირობებულია ობიექტების საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღებით (სოფელ ლესაში არსებული შენობა ნაგებობა, ქ. ლანჩხუთში ჟორდანიას ქ.N126-ში ყოფილი სასტუმროს პირველ სართულზე მდებარე ოთახი) და ასევე რიგი ობიექტების დამატებით. (ქ. ლანჩხუთში, ასევე ს.მგელაძის ქ. N16-ში არსებული თავისუფალი მიწის ხუთ ნაწილად დაიყო). 
კომისიამ ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიში განიხილა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა