19 | 10 | 2017

მოსახლეობის საყურადღებოდ!

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბოლო დროს გავრცელდა მსხვილფეხა პირუტყვის (ძროხა) დაავადება. მივმართეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურს, საიდანაც შემდეგი ინფორმაცია მივიღეთ: „სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის ცნობილია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ცხოველების დაცემის შესახებ. სპეციალისტებმა აიღეს პათოლოგიური მასალა ლაბორატორიული კვლევისთვის. შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ მოსახლეობას მიეცემა კონკრეტული რჩევები დაავადების თავიდან ასაცილებლად. ასევე, სააგენტო დაგეგმავს ბრძოლის ღონისძიებებს. მანამდე, სანიტარულ-ვეტერინარული წესების მიხედვით ხორცილედება დაცემის ადგილის დეზინფექცია და აღმკვეთი ღონისძიებების გატარება“.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა