22 | 08 | 2017

გურამ კერესელიძე მაჩხვარეთის მოსახლეობას შეხვდა

დღეს საკრებულოს დეპუტატი გურამ კერესელიძე მაჩხვარეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
დეპუტატმა მოკლედ ისაუბრა მაჩხვარეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით განხორციელებულ სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
მოსახლეობამ საკრებულოს წევრს სოფელში არსებული პრობლემები გააცნო.
სანიაღვრე არხების მოწყობა, გზის მოხრეშვა-რეაბილიტაცია, ორაგვეში წყლის ცენტრალური მაგისტრალის გამოცვლა (1 კმ სიგრძის მონაკვეთი) და გაზიფიცირება გახლავთ ის ძირითადი პრობლემები, რომელთა შესახებ მოსახელობამ შეხვედრაზე ისაუბრა. მოსახლეობის მოთხოვნაა ასევე ორაგვეში გარძელდეს რკინა-ბეტონის გზის დაგება. 
შეხვედრაზე როგორც მოსახლეობამ განაცხადა, უბნის ექიმს არ აქვს სამუშაო პირობები და აუცილებელია მოეწყოს ოთახი, სდაც პაციენტების მიღებას შეძლებს. 
შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. მოსახლეობამ იმედი გამოთქვა, რომ მათი პრობლემები უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

საჯარო ინფორმაცია