21 | 08 | 2017

რომან ბიწაძემ ანგარიში წარადგინა

25 ოქტომბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა რომან ბიწაძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობის სააქტო დარბაზში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
,,შევეცდები წარმოგიდგინოთ ანგარიში, რომელიც მოიცავს როგორც საკრებულოს წევრისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო,იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მიერ გაწეულ მუშაობას“, მიმართა რომან ბიწაძემ დამსწრეებს.
საანგარიშო პერიოდში საკრებულოს ბიუროს სხდომაზე კომისია მთავარ მომხსენებლად და საკითხის გამომტანად 75 შემთხვევაში იყო, უშუალოდ კომისიის სხდომებზე განხილული იყო 134 საკითხი, მომზადებული აქვს 30-მდე დასკვნა სხვადასხვა საკითხებზე, მოამზადა 10-ზე მეტი საკრებულოს ნორმატიული აქტი.
,,მჭიდრო თანამშრომლობა მაქვს საქართველოს მთავრობასთან სამინისტროების სახით და საქართველოს პარლამენტთან, რომელიც შეეხება ჩემს ინიციატივებს, წინადადებებს და რეკომენდაციებს კანონის ან კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების შეტანას. ზემოთ დასახელებულ უწყებებში შეტანილია 6 ინიციატივა, რომელთაგან ზოგიერთი აისახა თვითმმართველობის კოდექსში“, განაცხადა რომან ბიწაძემ. 
საკანონმდებლო ინიციატივები შეეხებოდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების პრობლემას, ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებულ პრობლემას, მუნიციპალიტეტების საპრივატიზაციო ობიექტების საწყისი გასაყიდი ფასის დადგენის საკითხს და ა.შ. 
როგორც რომან ბიწაძემ განაცხადა, ის აქტიურად იყი ჩართული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შესახებ კანონის ფორმირებაში, გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი მიწის რეგისტრაციისა და ლეგალიზების გამარტივების საქმეში. 
,,საანგარიშო პერიოდში მქონდა 5 გასვლითი შეხვედრა მოსახლეობასთან მაჩხვარეთის, ნიგოითის, ქალაქის, შუხუთის და სუფსის ადმინისტრაცუილ ერთეულებში, რომლის მიზანი იყო გამეგო, თუ როგორ იყვნენ ინფორმირებულები ჩვენი მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ და როგორ იყო მათი ხედვები ბიუჯეტის პრიორიტეტების მიმართ. შეხვედრებმა კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ჩვენი მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულები არიან საბიუჯეტო პროცესის თაობაზე. მოსახლეობისთვის პრიორიტეტებია დასაქმება, გაზიფიცირება, გზების კეთილმოწყობა, საბავშო ბაღები, წყალმომარაგება და ა.შ. “, აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა. 
როგორც საკრებულოს წევრმა დასძინა, იგი მზადაა მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის, მაქსიმალურად მცირე ვადებში უპასუხოს მათ წერილობით და ზეპირ განცხადებებს.

საჯარო ინფორმაცია