28 | 06 | 2017

იოსებ სარჯველაძე ჩიბათის მოსახლეობას შეხვდა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა იოსებ სარჯველაძემ ჩიბათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
დეპუტატმა ამომრჩევლებს ჩიბათში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მიმდინარე წელს სოფელში მოეწყო მილხიდები, მოიხრეშა შიდა გზები, ზემო ჩიბათში გარკვეულ მონაკვეთზე მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, ასევე მიმდინარეობს არხების მოწყობა ე.წ ბაღის უბანზე და ჭალაზე.
შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. როგორც მოსახლეობამ განაცხადა ძირითადი პრობლემა სოფლისთვის ბარიერების არსებობის გამო სამასალე და საშეშე მერქნის მოპოვება გახლავთ. ასევე ხშირია მოსახლეობის დაჯარიმების ფაქტიც.
მოსახლეობამ ასევე გაზიფიცირების საკითხი დააყენა. 
როგორც დეპუტატმა მათ აცნობა, 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება კანონი, რის თანახმადაც მოსახლეობას ხე-ტყის მოპოვებისას ტრანსპორტირების საკითხი გაუმარტივდებათ. ასევე მომავალი წლიდან გეგმაშია გაზიფიცირების საკიხი. დეპუტატი მოსახლეობას სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

საჯარო ინფორმაცია