18 | 12 | 2017

ქარბორბალამ სოფელ ჯუნეწერში ხუთი ოჯახი დააზარალა

30 ოქტომბერსს   დღის მეორე ნახევარში უეცრად ამოვარდნილმა ქარბორბალამ გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჯუნეწერში ხუთი ოჯახი სერიოზულად დააზარალა.

ქარმა საცხოვრებელ სახლებს შიფერის სახურავები გადააძრო, ფესვებიანად მოთხარა ხეები.
დაზიანდა თორნიკე სარჯველაძის, ნათელა ბარამიძის, მაყვალა ბარამიძის, ოთარ იმნაძისა და მაგული ბარამიძის (კვაჭაძე) ოჯახები.
ადგილზე იმყოფებოდა გამგეობის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები. ასევე გამგეობაში შეიქმნა შტაბი, რომელიც სწავლობს აღნიშნულ მდგომარეობას და ითვლის ზარალის ოდენობას.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა