18 | 12 | 2017

სასკოლო ოლიმპიადა ცურვაში დასრულდა

დასრულდა რაიონული სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ცურვაში გოგონათა და ვაჟთა შორის.
ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდნენ ქალაქის პირველი და მეორე საჯარო სკოლა, სასულიერო გიმნაზია, ასევე ჩოჩხათის, ხაჯალიის, ნიგვზიანის, ჩიბათის, შრომისუბნისა და ღრმაღელის საჯარო სკოლები, სულ 45 მოსწავლე, რომელთაგან 13 გოგონა იყო, 32 - ვაჟი.
გოგონათა შორის გამარჯვებულები არიან:
ანი ბზეკალავა (მეორე საჯარო სკოლა); ქეთი ურუშაძე (პირველი საჯარო სკოლა) და ანი გურგენიძე (მეორე საჯარო სკოლა).
ვაჟებს შორის კი ადგილები ასე გადანაწილდა: კორნელი კუკულაძე (პირველი საჯარო სკოლა); დავით ოთხმეზური (პირველი საჯარო სკოლა) და ნოდარ სულაბერიძე (ჩოჩხათის საჯარო სკოლა:

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა