17 | 12 | 2017

მოსახლეობას საამშენებლო მასალა გადაეცა

20 ოქტომბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 25-29 იანვრის სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სახლის სახურავის შეკეთების მიზნით მოთუთიებული თუნუქის ფურცლები გადასცა.
როგორც ინფრაქტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტმა ზურაბ გოგორიშვილმა განაცხადა, სახურავის შესაკეთებლად საჭირო მასალა სოციალურად დაუცველ 20 ოჯახს გადაეცემა. საამისოდ ბიუჯეტიდან 16 218 ლარი გამოიყო. სულ მიმდინარე წელს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას 67 418 ლარის ღირებულების საამშენებლო მასალა გადაეცა.
როგორც ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებმა თამარ გოგუაძემ განაცხადა, ეს მათთვის დიდი საჩუქარია. „-იანვარში მოსულმა ძლიერმა თოვლმა ჩვენი სახლის სახურავი მნიშვნელოვნად დააზიანა. საკუთარი სახსრებით ვერ შევძელით შეკეთება. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას თანადგომისთვის“ -განაცხადა ქალბატონმა თამარმა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა