21 | 08 | 2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა

28 ოქტომბერსს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები სხდომის თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ გააცნო დამსწრეებს.

საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განმეორებითი ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ბიჯის სიდიდის განსაზღვრის შესახებ“. როგორც მომხსენებელმა გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ფაცურიამ განმარტა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვისათვის უნდა გამოცხადდეს განმეორებითი ელექტრონული აუქციონი და შემცირდეს საწყისი საპრივატიზაციო საფასური - მიწის ნაკვეთის შემთხვევაში15%-ით, ხოლო შენობა-ნაგებობების- 20%-ით. 
საკრებულოს მიერ დამტკიცდა განკარგულება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის N8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებლის განმარტებით, ცვლილება განაპირობებულია ნუსხასა და გემაში ახალი ობიექტების დამატებით და რამდნენიმე ობიექტის პრივატიზებით. 
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №23 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ . როგორც მომხსენებლმა, რომან ბიწაძემ განმარტა, საჯარო რეესტრის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ამიერიდან ობიექტისთვის ნუმერაციის მინიჭებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნაცვლად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
ძირითადი საკითხების ამოწურვის შემდეგ საკრებულომ ,,სხვადასხვა“ საკითხების ფორმატში განაგრძო მუშაობა. დეპუტატებმა ის პრობლემური საკითხები დააყენეს, რომელთა მოგვარება უახლოეს დროში აუციელებელია. მათ შეკითხვებს გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე პასუხობდა.

საჯარო ინფორმაცია