24 | 08 | 2017

გიორგი ჩახვაძე ჩიბათის მოსახლეობას შეხვდა

26 ოქტომბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გიორგი ჩახვაძემ ჩიბათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობათან შეხვედრა გამართა. 
,,შევეცდები წარმოგიდგინოთ ანგარიში, რომელიც მოიცავს როგორც საკრებულოს წევრისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონებისა მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მიერ გაწეულ მუშაობას“, მიმართა გიორგი ჩახვაძემ დამსწრეებს. 
დეპუტატმა ისაუბრა საკრებულოსა და კომისიების სხდომებზე მის მიერ წამოყენებულ წინადადებებსა და ინიციატივებზე. 
როგორც საკრებულოს წევრმა განაცხადა, კომისიის მიერ დამტკიცებულ იქნა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ნუსხა და გეგმა, რომელშიც წარმოდგენილია 41 ობიექტი, რომელთა მთლიანი ღირებულება 750 ათას ლარს შეადგენს. გამართული მუშაობის შედეგად ბიუჯეტში პრივატიზებიდან (არაფინანსური აქტივების კლებიდან) შემოსულობებმა დღეის მდგომარეობით 640 ათასი ლარი დაახლოებით გეგმის 90% შეადგინა. 
კომისიის მიერ ინიცირებული იქნა ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი“, რომელიც ეხება ქარსაფარ ზოლებს, სასაფლაოებზე და მოსასვენებელ პარკებში არსებულ მწვანე ნარგავებს. 
შეხვედრაზე გიორგი ჩახვაძემ განაცხადა, რომ ჩართული იყო ტყის კოდექსის განხილვის პროცესში და კომისიის მიერ დასმული უარყოფითი წინადადებები მიაწოდეს ხე-ტყის მოპოვების საკითხთან დაკავშირებით კოდექსზე მომუშავე პირებს. 
2016 წლის 31 ივლისის ჩათვლით საკრებულოში ფუნქციონირებდა საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელსაც დეპუტატი თავად ხელმძხღვანელობდა. დეპუტატის განცხადებით, კომისია შემოსული განცხადების საფუძველზე, ადგილზე მისვლით სწავლობდა არსებულ მდგომარეობას, ასურათებდა მიწის ფართობებს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს, იკვლევდა ცალკეულ გარემოებებს, რათა კანონის შესაბამისად მოეხდინათ მიწის ფონდის ათვისება. კომისიის მიერ განხილულ იქნა 100-მდე განცხადება, გაიცა 70 საკუთრების უფლება. 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გარძელდა, მოსახლეობის მოთხოვნა გახლდათ საშეშე და სამასალე ხე-ტყის მოპოვების გამარტივება, საყანე ფართობის შესასვლელის გაკეთება, ბაღის შენობის რეაბილიტაცია და ერთი ჯგუფის დამატება. 
დეპუტატი მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას და თანადგომას დაპირდა.
საჯარო ინფორმაცია