24 | 06 | 2017

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგი სხდომის თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ გააცნო საკრებულოს წევრებს და მოწვეულ სტუმრებს.
სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი იქნა განხილული. ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საკითხზე, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საკითხის შესაცებ საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ გააკეთა განმარტება: ,, საკრებულოს სხვა ხარჯების მუხლი შემცირდეს 20300 ლარით და გაიზარდოს საკრებულოს შტატგარეშე მუშაკების შრომის ანაზღაურება 11300 ლარით, ექსპერტიზის სამუშაოების დაფინანსების მიზნით 9000 ლარით გაიზარდოს გამგეობის სხვა საქონელი და მომსახურეობის მუხლი. საკითხთან დაკავშირებით მიზანშეწონილია დაიწყოს ბიუჯეტის ცვლილებაზე ადმინისტრაციული წარმოება“ .

საჯარო ინფორმაცია