23 | 10 | 2017

ევგენი ჩიჩუა ქალაქის მოსახლეობას შეხვდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ევგენი ჩიჩუამ მოსახლეობასთან შეხვედრა რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში გამართა.
,, წარმოგიდგენთ მიმდინარე წელს ჩემს მიერ გაწეულ მუშაობას, წამოყენებულ ინიციატივებს და წინადადებებს კომისიისა და საკრებულოს სხდომებზე. შეხვედრის მიზანია, თქვენი პრობლემები აღმასრულებელ ხელისუფლებამდე მივიტანო“, მიმართა საკრებულოს წევრმა დამსწრე საზოგადოებას.
დეპუტატმა ქალქში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. უპირველესად აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ლანჩხუთში რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურით აღჭურვილი კლინიკა გაიხსნა , რომელიც 25 საწოლზეა გათვლილი. კლინიკაში პაციენტებს გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული, რეანიმაციული, ქირურგიული, თერაპიული, მეან-გინეკოლოგიური, ლაბორატორიული, რადიოლოგიური და ანტენატალური სერვისები მიეწოდებათ. ამავე კლინიკაში გურიაში პირველად C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აქვე იქნება შესაძლებელი კიბოს სკრინინგი და კოლპოსკოპიური კვლევა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, რომ ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება ,,ც“ ჰეპატიტის პროგრამა, ერთჯერადი დახმარების სახით. როგორც აღინიშნა, უფრო მართებული იქნება თუ ცალკე პროგრამად ჩამოყალიბება.
საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ მიდინარე წელს ქალქის შვიდ ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, შეკეთდა საცხოვრებელი ბინების სახურავები, მიმდინარეობს ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია, რომელიც გარდამავალი პროექტია და მოავალ წელსაც გაგრძელდება სამუშაოები. 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსახლეობის თქმით, ქალაქში უნდა მოეწყოს ტროტუარი, მოსაწესრიგებელია ქუჩები, აუცილებელია ნაპირსმაგრი სამუშაოების განხორციელება და საავადმყოფოს ეზოს კეთილმოწყობა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა