22 | 10 | 2017

კახა ურუშაძემ მამათის მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

1-ელ ნოემბერს საკრებულოს წევრმა კახა ურუშაძემ მამათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მის მიერ გაწეული მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.
შეხვედრას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ესწრებოდნენ.
საკრებულოს წევრმა მოსახლეობას თავდაპირველად სოფლის პროგრამებითა და ინფრასტრუქტურული პროექტებით განხორციელებული სამუშაოები გააცნო. მისი თქმით, მიმდინარე წელს მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა გზების გარკვეულ მონაკვეთზე მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები და ბეტონის საფარი. განხორციელდა სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა სასოფლო გზების აღდგენა, მეწყრისგან გაიწმინდა კონჭკათის უბნის გზა. როგორც კახა ურუშაძემ სოფელს კვკლავ ესაჭიროება შიდა გზების მოწესრიგება, მდინარე სუფსაზე შესაკეთებელია ხიდი, რომლის რეაბილიტაცია მომავალ წელს მოხდება. 
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა. როგორც მოსახლეობამ აღნიშნა, კვლავ პრობლემად რჩება ელექტროსადენების საკითხი, რომელიც საჭიროებს სასწრაფოდ მოგვარებას. მოსახლეობა ასევე დაინტერესდა გაზიფიცირების საკითხით. 
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ აღნიშნა, მომავალი წლიდან დაიწყება აცანა, მამათი, აკეთის გაზიფიცირება. მან ასევე მოუწოდა მოსახლეობას აქტიურად ჩაერთოს სოფლის პრობლემატურ საკითხების წამოჭრაში და სრულ მხარდაჭერას დაპირდა მათ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა