28 | 06 | 2017

‎‎მადლობა ჩოჩხათიდან

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ყველა თანამშრომელს, გამგებლის წარმომადგენელს ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში და მის გუნდს, და რა თქმა უნდა იმ ქართველებს, რომლებიც შემოდგომის ცივ წვიმიან დღეებში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ჩემი საკარმიდამო ეზოს დამეწყრილი ნაწილის გაბიონით გამაგრებაში.
მოგახსენებთ უღრმეს მადლობას იმ გაწეული დახმარებისათვის, რომელიც სახელმწიფომ საკუთარი ბიუჯეტიდან გაიღო და რომლის წყალობითაც, ამდენი წლის მოლოდინის შემდეგ, საბოლოოდ ფუნდამენტურად გამაგრდა პაპისეული ეზოს ღელისპირა ნაწილი.
პატივისცემით ინგა გოგუაძე

საჯარო ინფორმაცია