23 | 10 | 2017

ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

4 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი პაატა ურუშაძე საჯარო და საბაზო სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი 2016-2017 სასწავლო წლის ოლიმპიადისათვის მზადება იყო.
გასული წელი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი მოსწავლეებისთვის. ოლიმპიადაში 25 საჯარო და საბაზო სკოლა მონაწილეობდა. შეჯიბრი სპორტის 9 სახეობაში გაიმართა. კროსსა და მაგიდის ჩოგბურთში გამარჯვებულები ანაკლიაში საქართველოს ჩემპიონატისთვის იბრძოლებენ.
მანამდე კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ 104 გამარჯვებულ მოსწავლეს სპორტული ინვენტარი გადასცა.
როგორც პაატა ურუშაძემ განაცხადა, „ოლიმპიადისთვის მზადება დაწყებულია. ყველა სკოლა ჩაერთვება ამაში. დარწმუნებულები ვართ ლანჩხუთელი ახალგაზრდები კიდევ ბევრი წარმატებით გვასახელებენ“.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა