28 | 06 | 2017

მაჩხვარეთის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ეკონომიის ხარჯზე მიღებულ თანხებთან დაკავშირებით სოფლის კრებები მიმდინარეობს. 4 ნოემბერს მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გამგებლის თანაშემწე სოფიო ჩხაიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი ზურაბ გოგორიშვილი და გამგებლის წარმომადგენელი ვასილ ურუშაძე ესწრებოდნენ. გამოიკვეთა პრიორიტეტები. ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოსახლეობის პრობლემები დროულად მოგვარდეს.

საჯარო ინფორმაცია