- დეტალები
-
გამოქვეყნებულია პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 15:06
ლანჩხუთის საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრში ყველა საბავშვო ბაღი სათბობი შეშით მომარაგებულია. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა დავით წულაძემ განაცხადა, ყველა საბავშვო ბაღში შეტანილია შეშა, რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე საბავშვო ბაღებს, ისინი ბუნებრივ გაზითაა უზრუნველყოფილი. ამჯერად ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებები ტარდება.
