22 | 08 | 2017

ლანჩხუთში პოლიციის პროფესიული დღე აღნიშნეს

 

10 ნოემბერს ლანჩხუთში პოლიციის პროფესიული დღე აღინიშნა. ვეტერანი პოლიციელები ტრადიციულად შეიკრიბნენ პოლიციის სკვერში, გაიხსენეს კოლეგების ღვაწლი და დამსახურება ქვეყნის წინაშე. აღნიშნეს გარდაცვლილი პოლიციელების მიერ პროფესიულ საქმიანობაში შეტანილი წვლილი და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას, სკვერში არსებული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ლანჩხუთელ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ნუგზარ ცინცაძემ,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ, გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა შოთა ჩაგუნავამ,გამგებლის წარმომადგენელმა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ვლადიმერ ნანაძემ .

საჯარო ინფორმაცია