19 | 10 | 2017

საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად

2016 წლის 6 ნოემბერს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა აქცია- ,,საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად”.
მარათონი მიმდინარეობდა სლოგანით ,,გავერთიანდეთ ძუძს კიბოს წინააღმდეგ", რომლის მიზანი გახლდათ ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამღლებისა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაცია.
მარათონის საპატიო სტუმრები გახლდით ლანჩხუთიდან ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელი მზია კვირკველია, ასევე ,,ქუთაისის გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრები და მხარდამჭერები.
აქცია- სიცოცხლის გადასარჩენად ტრადიციად ჩამოყალიბდა და ის საქართველოში უკვე მეთერთმეტედ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ყველა ს შეეძლო განურჩევლად ასაკისა და სქესისა. მარათონის ფარგლებში მოეწყო რბოლა, გამარჯვებულების დაჯილდოვება, მსვლელობა და საქველმოქმედო კონცერტი ღია ცის ქვეშ. 
ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ ,,ჰერას“ ორგანიზებითა და ლ. საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 
როგორც ლანჩხუთის გამარჯვებულ კლუბის ხელმძღვანელმა, მზია კვირკველიამ აღნიშნა. მსგავსი მარათონის ჩატარება მომავალ წელს ლანჩხუთში იგეგმება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა