21 | 08 | 2017

ამირან ქანთარია მოსახლეობას შეხვდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ამირან ქანთარია ქ. ლანჩხუთში კოსტავას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
,,გახლავართ საკრებულოს ორი კომისიისა და აგრეთვე ფრაქცია ,,ქართული ოცნება - მრეწველების“-ს წევრი. ვცდილობ მონაწილეობა მივიღო ყველა საკითხის განხილვაში, მაგრამ პროფესიიდან გამომდინარე ჩემთვის პრიორიტერული ის საკითხებია, რომლებიც მედიცინას უკავშირდება“, აღნიშნა საკრებულოს წევრმა.
დეპუტატმა ამირან ქანთარიამ დღევანდელი ხელისუფლების წარმატებულ პროგრამებად - საყოველთაო ჯანდაცვისა და C-ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა დაასახელა. მკურნალობა მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის აქამდე ფინანსურად შეუძლებელი იყო. ამ ეტაპზე სრულად ფინანსდება ც-ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯები, რამაც მრავალ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. 
როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია დაავადების გავრცელებაზე კონტროლი. კერძოდ, საშიშროებას წარმოადგენენ სამედიცინო დაწესებულებები, ქალთა და მამაკაცთა სალონები. სანიტარული ნორმების დარღვევის აღმოჩენისას დაწესებულების მეპატრონეს პირველ ეტაპზე ეძლევა გაფრთხილება, ხოლო განმეორებით შემთხვევაში წესდება გარკვეული სანქცია ჯარიმის სახით. ამ საქმეს ემსახურება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. კონტროლისთვის საჭიროა საზოგადოების მეტი ჩართულობა. თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიუთითოს სალონის მეპატრონეს, თუ მის დაწესებულებაში სანიტარული ნორმები ამა თუ იმ ფორმით იქნება დარღვეული. 
საკრებულოს წევრმა ამირან ქანთარიამ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისთვის ერთ - ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს კლუბ ,,ლანჩხუთის გურია“-ს დაფინანსების საკითხი. საფეხბურთო კლუბი არსებობდეს მხოლოდ მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯზე, საჭიროა სპონსორების და ინვესტორების მოძიება. 
საკრებულოს წევრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში წარმატებით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. თუმცა, ზოგჯერ სამუშაოების ჩატარება მიმდინარეობს გარკვეული ხარვეზებით, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა, მოსახელეობამ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. დეპუტატი მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა.

 

საჯარო ინფორმაცია