14 | 12 | 2019

მაგიდის ჩოგბურთელთა წარმატებები

2011 წლის დეკემბერში სპორტულ ცენტრში (დირექტორი მინდია დვალიშვილი) ჩამოყალიბდა სასწავლო ჯგუფი მაგიდის ჩოგბურთში. ჯგუფში გაერთიანებულია 15 ბავშვი, რომლებსაც სოსო ჩაგანავა და კახა გუჯაბიძე ავარჯიშებენ.

10 -11 მარტს ქალაქ თბილისში მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო გაცნობითი ტურნირი, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად სპორტული ცენტრის სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ გურიას ლანჩხუთელები წარმოადგენდნენ. შაკო დვალიშვილი, საბა გუჯაბიძე, ნანა დობორჯგინიძე, თორნიკე შეყლაშვილი და ნიკო წილოსანი მწვრთნელებთან ერთად გაემგზავრნენ  ტურნირზე და 2 თვეში მიღწეული წარმატებისათვის სპეციალისტთა შექება დაიმსახურეს.

აპრილის თვეში ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც მონაწილეობის მიიღებს სხვადასხვა ასაკის ბავშვები. ასევე,  ელოდებიან უცხოელ სპეციალიტთა ჯგუფს, რომლებიც ლანჩხუთელ მწვრთნელებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩაუტარებს ტრენინგებს.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია