24 | 09 | 2017

ელენე ნაჭყებია მოსახლეობას შეხვდა

14 ნოემბერს საკრებულოს წევრმა ელენე ნაჭყებიამ ქ. ლანჩხუთის მოსახლეობას მის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
დეპუტატმა მოსახლეობას მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები გააცნო. ვრაცლად ისაუბრა საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის საქმიანობის შესახებ, რომლის წევრი თავად გახლავთ.
საკრებულოს წევრმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ საკითხებზე. ერთ-ერთი გახლავთ სკოლამდელი აღზრდა. 16 ტერიტორიულ ერთეულში 22 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. მიმდინარე წელს ახალი ბაღი გაიხსნა ჯურუყვეთსა და წყალწმინდაში. მშებნებლობა მიმდინარეობს ლესასა და ჩოლობარგში, სრულად რეაბილიტირდება ასევე შუხუთის ბაღი. 
როგორც მან აღნიშნა ერთ-ერთი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტითვის არის კულტურის განვითარების ხელშეწყობა. მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა ე.ნინოშვილის სახელობის თეატრალური დასი,რომელსაც უკვე დიდი წარმატებები აქვს. დაიდგა ორი სპექტაკლი . მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. 
დეპუტატი შეეხეო ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. განახლებას მოითხოვს სოფოლის ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდი, ასევე რეაბილიტაციას საჭიროებს შენობები. 
დეპუტატი სოციალურ პროგრამასაც შეეხო, 12 სხვადასხვა პროგრამა ხორციელდება, მრავალშვილიანების, მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის, ქირავნობის პროგრამა და ა.შ. 
საკრებულოს წევრმა მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო. მიმდინარე წელს ასფალტის საფარი მოეწყო გურიის, მუსხელიშვილის, კუპრეიშვილის, ზენაიშვილის, ცინცაძის ქუჩაზე , ასვე მოეწყო შიდა წუჩებზე სანიაღვრე არხები. მიმდინარეობს ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობა. 
შეხვედრამ დიალოგის რეჟიმში გადაინაცვლა. მოსახლეობამ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ ქალქის იერსახის მოწესრიგება, კვირკველიას და თბილისის ქუჩებზე მრავალბინიანი სახლების ეზოს კეთილმოწყობა. საშიშროებას წარმოადგენს ყოფილი კომისარიატის შენობა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა