26 | 06 | 2017

ხანძრის შედეგად დაზარალებულები გამგებელმა მოინახულა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ლევან ჩხაიძესთან ერთად ჩოჩხათში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა.
აკაკი სარიშვილის საცხოვრებელ ორსართულიან სახლს ცეცხლი წუხელ ღამით გაუჩნდა. ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ, მწყობრიდან გამოსული ელექტროგაყვანილობაა.
"ვერაფერი გადავარჩინეთ. ყველაფერი ჩვენ თვალწინ დაიწვა. პირველ სართულზე 700 კგ. თხილი გვქონდა შენახული, კივი, ფორთოხალი, კონსერვები, არაფერი გადარჩენილა" - გვითხრა ოჯახის დიასახლისმა.
დაზარალებულებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარებას დაპირდა.

საჯარო ინფორმაცია