28 | 06 | 2017

ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძემ დამსწრეებთან ერთად დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ იმსჯელა.
სხდომაზე განხილულ იყო საკითხები, რომლებიც ,,2017-2021 წლების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების გრიგოლეთისა და წყალწმინდის სანაპიროს მდგრადი განვითარების ინტეგრირებული გეგმის დამტკიცების შესახებ”. აღნიშნული წარმოადგენს 4 წლიან სამუშაო გეგმას. ძირითადი ყურადღება გადატანილია შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვაზე. 
სხდომაზე განხილული იქნა საკითხი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საკითხი გულისხმობს, რომ გამგეობის ქონების მართვის,ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურში არსებული წამყვანი სპეციალისტის შტატი შეიცვალოს მთავარი სპეციალისტის შტატით.
კომისიამ განიხილა საკითხი სსიპ ლესის საჯარო სკოლისთვის გიორგი ლომაძის სახელის მინიჭების შესახებ. ,,წერილით მოგვმართა ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, რომლის თანახმადაც სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ განიხილა და მიიღო წინადადება ლესის საჯარო სკოლისათვის 2004 წლის აგვისტოში ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაღუპული, გიორგი ლომაძის სახელის მინიჭებაზე. სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას მიერ მომზადებული იქნა შესაბამისი განკარგულების პროექტი, შესაბამისად, კომისიას მოზანშეწონილად მიაჩანია სოფელ ლესის საჯარო სკოლას მიენიჭოს გიორგი ლომაძის სახელი“, აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ .

საჯარო ინფორმაცია