28 | 06 | 2017

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
წარმოდგენილი საკითხის შესახებ გამგეობის საფინანსო- საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ წარმოადგინა. როგორც მომხსენებელმა განმარტა, ,, საკრებულოს სხვა ხარჯების მუხლი შემცირდეს 20300 ლარით და გაიზარდოს საკრებულოს შტატგარეშე მუშაკების შრომის ანაზღაურება 11300 ლარით, ექსპერტიზის სამუშაოების დაფინანსების მიზნით 9000 ლარით გაიზარდოს გამგეობის სხვა საქონელი და მომსახურეობის მუხლი“.
საკითხის ირგვლივ კომისიის წევრებმა იმსჯელეს და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.

საჯარო ინფორმაცია