28 | 06 | 2017

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები საკრებულოს წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა.
საკრებულოს მიერ დამტკიცდა განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
წარმოდგენლ საკითხზე განმარტება საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ გააკეთა. ,, მიმდინარე წლის ბიუჯეტის 10 თვის ანალიზის საფუძველზე მიზანშეწონილია შემცირდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა ხარჯების მუხლი 26300 ლარით , შემცირების ხარჯზე 11300 ლარით გაიზარდოს საკრებულოს შტატგარეშე მუშაკების ხელფასის ფონდი, ხოლო 15000 ლარი მიიმართოს გარე განათების ელექტრო ღირებულების დასაფინანსებლად. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტრანსპორტის ტექნიკის ეკსპლუატაცის და მოვლა შენახვის მომსახურეობის მუხლის 20 000 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზარდოს მძიმე საცხოვრებელ პირობებშ მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამა 20 000 ლარით. გამგეობის ხელფასის ფონდის 15500 ლარით შემცირების ხარჯზე გაიზარდოს სოც. უზრუნველყოფის მუხლი 6500 ლარით და საექსპერტო მომსახურების ხარჯის დაფინანსებისათვის სხვა საქონელი და მომსახურების მუხლი 9000 ლარით. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის 3500 ლარის და სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამის 1500 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზარდოს ბიკარბონატული ჰემოდიალეზით თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამა 5000 ლარით.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 მაისის N964 განკარგულებით გამოყოფილი სტიქის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის გამოყოფილი 850000 ლარიდან, საგზაო ინფრასტრუქტურისა და მოვლა შენახვის არაფინანსური აქტივების ხარჯის 23000 ლარის ეკონომიის ხარჯზე გაიზარდოს ბინათმშენებლობის დაფინანსების მიზნით სხვა ხარჯების მუხლი 23000 ლარით“.
საკრებულომ მხარი დაუჭირა საკითხს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის 2016 წელს საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებიდან მიღებული ეკონომიის თანხების განაწილების შესახებ. 
როგორც მომხსენებელმა, გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩხაიძემ განმარტა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტებიდან მიღებული ეკონომიის თანხა ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით გადანაწილდა.

საჯარო ინფორმაცია