20 | 10 | 2017

სასკოლო სპარტაკიადა მაგიდის ჩოგბურთში

გუშინ ქალაქ ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში სასკოლო სპარტაკიადა ჩატარდა.
სპარტაკიადაში მონაწილეობას 23 საჯარო და საბაზო სკოლა იღებდა, სულ 65 მოსწავლე, რომელთანაგ 25 გოგონა იყო, ხოლო 40 - ვაჟი.
ადგილები ამგვარად გადანაწილდა:
გოგონებს შორის პირველ ადგილზე გავიდა ქეთი ხინთიბიძე (სასულიერო გიმნაზია); მეორე ადგილი: ნანა დობორჯგინიძე (მეორე საჯარო სკოლა), მესამე ადგილი: ანი ჩხაიძე (პირველი საჯარო სკოლა).
ვაჟებში პირველი ადგილი დაიკავა შაკო დვალიშვილმა (პირველი საჯარო), მეორეზე დავით შაინიძე გავიდა (ნიგვზიანის საჯარო სკოლა), ხოლო მესამე ადგილი ჯურუყვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეს უჩა კვაჭაძეს ხვდა წილად.
გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები და მედლები გადაეცათ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა