28 | 06 | 2017

საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა

17 ნოემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგი საკრებულოს თავმჯდომრე გიორგი ხელაძემ გააცნო დამსწრეებს.
ბიურომ განიხილა საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №23 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“. როგორც მომხსენებლმა, რომან ბიწაძემ განმარტა, საჯარო რეესტრის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ამიერიდან ობიექტისთვის ნუმერაციის მინიჭებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნაცვლად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
საკითხი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, გიორგი ფაცურიამ წარმოადგინა. საკითხის მიხედვით, გამგეობის ქონების მართვის,ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურში არსებული წამყვანი სპეციალისტის შტატი შეიცვალოს მთავარი სპეციალისტის შტატით. 
რომან ბიწაძემ წარმოადგინა საკითხი, ,,სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლისთვის სამშობლოს დაცვისთვის დაღუპული გიორგი ლომაძის სახელის მინიჭებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“. როგორც მან განმარტა, საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან შემოვიდა წერილი, რომლის თანახმადაც სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ განიხილა და მიიღო წინადადება ლესის საჯარო სკოლისათვის 2004 წლის აგვისტოში ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაღუპული, გიორგი ლომაძის სახელის მინიჭებაზე.
მანვე წარმოადგინა საითხები რომელიც 2017-2018 წლებში გრიგოლეთისა და წყალწმინდის სანაპიროს მდგრადი განვითარების გეგმას შეეხება.
დღის წესრიგით განსაღვრული საკითხები შემდგომი განხილვისთვის გადაეგზავნა საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს. 
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა 29 ნოემბერს, 11.00 საათზე გაიმართება.

საჯარო ინფორმაცია