21 | 09 | 2019

საკრებულოს სხდომა 23 მარტს გაიმართება

გაიმართა საკრებულოს ბიუროს სხდომა. საკრებულოს თავმჯდომარემ, რევაზ ჩიტიძემ ბიუროს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო. ბიურომ აღნიშნულ საკითხებზე მომხსენებლები, ძირითადი კომისიები, განხილვის ვადები და სხდომის თარიღი განსაზღვრა.

ამასთან, მოისმინეს ინფორმაციები მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში შეტანილი  ობიექტების პრივატიზების მიმდინარეობისა და აუქციონის შედეგების შესახებ; 2011-2012 წლებში მიმდინარე სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მიმდინარეობის შესახებ; შპს „კოლხეთი-მ“-ის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  დაგეგმილი სამუშაოების შესახებ; უკრაინის ქალაქ ნოვა კახოვკაში ააიპ „აგრობიზნეს ცენტრ ლანჩხუთის“ წარმომადგენელთა ვიზიტის შესახებ.

საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით სხდომის თარიღად 23 მარტი განისაზღვრა.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია