20 | 10 | 2017

გამგებელის ანგარიში

17 ნოემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავჯდომარე ია ჩხაიძე მოსახლეობას შეხვდნენ.
გამგებელმა მიმოიხილა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები და აღნიშნა: „- ჩვენი მთავარი მიზანია, სკოლამდელი საგანმანათლებო სააღმზრდელო ცენტრების გახსნა და მათ მიმართ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. ლანჩხუთში რიგით მეხუთე საბავშო ბაღი აშენდა. მშენებლობა მიმდინარეობს ჩოლობარგში, ლესასა და შუხუთში. ვთვლი, რომ სწორედ ჩვენი ქვეყნის მომავალს უნდა მივაქციოთ მაქსიმალური ყურადღება. ამიტომაც გავზარდეთ აღნიშნული ცენტრის დაფინანსება და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენი პატარები განსაკუთრებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში აღიზარდონ“.
გამგებელმა ისაუბრა ახალი სპორტული კომპლექსის შესახებ, რომელიც აშენდება ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე, რაც ითვალისწინებს ხელბურთის, კალათბურთის, მინი ფეხბურთის, საჭიდაო დარბაზის და ა.შ. მოწყობას. ასევე ჭადრაკის ჯგუფებს დაეთმობა ოთახები, სადაც შესაძლებელი იქნება შეჯიბრებების ჩატარება. შენობაში გათვალისწინებულია სპორტსმენებისათვის გასახდელები, საშხაპეები, ტუალეტები, ექიმის ოთახი. ტერიტორია კეთილმოეწყობა, გამწვანდება, მოეწყობა გარე-განათება და ავტოსადგომი.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაისვა აქტუალური და მნიშვნელოვანი შეკითხვები, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამომწურავი პასუხები გასცა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა