26 | 06 | 2017

ტურიზმის კონფერენცია ლანჩხუთში

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართა ტურიზმის კონფერენცია.
"საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი გურიაში ახორციელებს პროექტს "საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის ხელშეწყობა ტურიზმის განვითარებისათვის რეგიონში".
აღნიშნული პროექტის ფარგლებშ ჩატარდა ტრენინგები და ტურიზმის კონფერენცია.
დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო მუნიციპალიტეტის მიერ ტურიზმთან დაკავშირებული პროექტების, წლის (და უახლოესი სამი წლის) გეგმების გაცნობა და ასევე ტურიზმის განვითარებაში არსებული პრობლემების, პერსპექტივების შესახებ დეტალური მოსაზრების გაიზარება.
შეხვედრას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების,, ა(ა)იპ "საგარეო, ეკონომიკური კავშირურთიერთობებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრისა" და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საჯარო ინფორმაცია