18 | 12 | 2017

თეიმურაზ ალექსაია ჭყონაგორას მოსახლეობას შეხვდა

საკრებულოს წევრი თეიმურაზ ალექსაია ჭყონაგორას მოსახლეობას შეხვდა და მის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
დეპუტატმა მოსახლეობას მიმდინარე წელს განხორციელებული სამუშაოები გააცნო. სოფელ ქვიანში რუსლან წულაძის უბანში მოეწყო გარე განათება, ჩოლობარგში მოწესრიგდა სასაფლაოსთან მისასვლელი გზა, ჭყონაგორაში მოხდა წყალგაყვანილობის მილების შეცვლა და წყლის ავზი, წყალგაყვანილობა მოწესრიგდა ასევე ნიგიოითსა და ჯიხეთში, ჯაპანაში მოეწყო მინი ტადიონი.
ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ნიგოითის ადმინიტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც გარდამავალი პროექტია და სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება. 
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ სოფელ ჭყონაგორაში არსებული საბანკეტო დარბაზის შენობა უკვე გადმოსცა ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალიტეტს. ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში იგეგმება შენობის სიმბოლურ ფასადაც გადაცემა, გარემონტებული სარიტუალო დარბაზი რომ ამოქმედდეს.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაგრძელდა. მოსახლეობის მოთხოვნაა გარე განათების მოწყობა, გაზიფიცირება და საძოვართან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა