19 | 10 | 2017

ნიკო იმნაძე მოსახლეობას შეხვდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ნიკოლოზ იმნაძემ გვიმბალაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მისი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. დეპუტატმა მოსახლეობას მიმდინარე წელს გვიმბალაუში განხორციელებული პროექტები გააცნო.
ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში რეაბლიტირდა შიდა გზები, სოფლის პროგრამით სოფელ ჯუნეწერში წმ. ლაზარეს ქუჩაზე და გვიმბალაურში წერეთლის ქუჩაზე მოეწყო რკინა-ბეტონის არხები, ჯუნეწერისა და მაჩხვარეთის დამაკავშირებელ გზაზე დაიგო რკინა-ბეტონის საფარი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსახლეობის მოთხოვნაა სანიაღვრე არხების მოწყობა, ჯაბელი-ჯუნეწრის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარის დაგება, მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერის მოწყობა, სკოლის შენობაში საბავშვო ბაღის განთავსება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა